ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ყორანმა ყორანს გასძახა

ყორანმა ყორანს გასძახა იალბუზისა მთასაო: ადე, წავიდეთ, დობილო, დროა გავუდგეთ გზასაო. ძოღან ვიარე ბარადა, კახეთს თოფები ტყვრებოდა, ბევრი მკვდარი სჩნდა მინდვრადა, დედის ერთაიც კვდებოდა. მე ჩაგიძღვები, ჩავიდეთ, ბრიყვსა დავთხაროთ თვალები, გემრიელია, დავჭამოთ მამაცის ყმისა მკლავები… ბევრის კახელის, მოკლულის მტრისგან მთაში და ტყეშია, გავაცხე ნისკარტს წვერზედა მიჭრილ-მოჭრილი ლეშია.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ყორანმა ყორანს გასძახა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში