პოეზია
ვუძღვნი…
დაფარულისა გრძნობითა
როდემდის უნდა ვიარო?
ვინც მიყვარს, დახე სილაჩრეს,
მასაც ვერ გავუზიარო,
გულს ცეცხლი რისთვის მედება,
ბედკრული რადა მქვიანო?
ამას გთხოვ თვალ-ცრემლიანი,
ჩემო ლამაზო, ჭკვიანო,
პასუხი ამ გოდებაზე
გამცე, არ დამიგვიანო
და უფრო მომეტებულად
გული არ დამიზიანო!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა