სიმღერა
ვითომა ვთიბდი ბეჯითად
ვითომა ვთიბდი ბეჯითად,
ცელს-კი ვუსვამდი ბალახსა,
წინ მივიბრძვოდი, მივთიბდი
დიყსა, ქუჩსა და შალაფსა.
მეგონა, ბევრი გავთიბე,
თავს კარგ მთიბელად ვსახავდი;
იმას რა მომაგონებდა,
თუ მთას უთიბსვე ვნახავდი!..
გავხედავ ნამუშავარსა,
ოფლით მორწყულსა მდელოსა,
ვუცქერი: თივა არსად სჩანს, –
ქარს მტვერად გაუტანია,
და სათიბეში ნიავღვარს
ლოდები მოუტანია.
[1900 წ.]
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა