სიმღერა
ვის ემუქრება
ვის ემუქრება ნეტავ ხმლით
ეგ უნამუსო, ფლიდია?
კასპიით პონტოიამდე
ქართველთა ძვლების ხიდია,
მაგრამ არ გავსწყდით სრულიად,
კიდევაც ხმლები გვკიდია.
ბევრი გვინახავს წინათაც
სპარსის და თათრის ქაქანი,
მაგრამ გაჰხდიათ ოხრადა
ფარი, ხმალი და ჩაჩქანი,
მათ ლეშზე აგვიტეხია
უმსგავსო ყვავთა ყაყანი
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა