ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ვინც მომამადლა მე დიდი მადლი

ვინც მომამადლა მე დიდი მადლი მკვდართ აღმადგენელ ხმათ ჩანგზე თქმისა, ვინც ჩანგი მიძღვნა თვისი ნაკურთხი, მომჯადოები სამოთხის ხისა, ვინაც დამნიშნა ერის აღმზრდელად, – ჩემს ბედს ყოველმხრივ განაგებს ისა: როს მოისურვებს მიწა-მტვრად მაქცევს, არა, – დამიდგამს სამეფო ტახტსა; მაშ რა ვემდურო უმადურ ბრბოსა, წყევლა ვით ვუძღვნა ჩემ ბედკრულ ძმასა? წადით, გამშორდით, მაცდურო ხმებო, არ მომიწამლოთ მაღალი ჰანგი. მოძმეთა წყევა არ ათქმევინოთ, არ გააბრიყოთ მგოსნისა ჩანგი.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა