ვაჟა-ფშაველა
პოემა

ვერხვი

ვაჰმე, რა საბრალო არი ია, მოსული მთაზედა! ბეჩავს დააზრობს სიცივე, ან ელვას დაჰკრავს თავზედა; ღმერთს მიუცია საწყლისად მოკლე სიცოცხლის ჟამია, ქვეყნისა მისგან შვენება ერთი ბეჩავი წამია. ია დაიწყებს კდომასა, დაიქვითინებს: “ვაჰმეო! თუ გამაჩინე, უფალო, დიდი დღე რად არ მამეო?”
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/1-verxvi

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ვერხვი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში