სიმღერა
ვერას დამაკლებ, ვარამო
ვერას დამაკლებ, ვარამო,
რა გინდ გულს მჭიდო ბჯღალები,
თუ შენ მე დამაძაბუნო,
ნუმც მიტირებენ თვალები,
ღრუბლებში ელვად მნათობნი,
ხან-კი მიბჟუტვით მქრალები!
მიყვარხარ გულზე მწოლარი
ობლის საფლავის ქვებურა…
დაგლევ და დაგლევ, ვარამო,
ცივის მთის წყაროს წყლებურა.
ტყუილად იტყვის – კაცი ვარ,
თავზედა ქუდი მხურია, –
ის, ვისაც კარგის საქმისად
ვარამიც არა სწყურია
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა