ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ველს სადმე შევხვდი ტურფასა

ველს სადმე შევხვდი ტურფასა, ჰყვაოდა ია-ვარდითა, მეუფეს მადლი ციური იქ დაებერტყა კალთითა, დაჩრდილულიყო ხეებით, თაღი შაეკრა ბარდითა. გული ამევსო სიამით, განვთავისუფლდი დარდითა. ლამაზი სუნი ყვავილთა ლამაზს ბულბულის მღერასა გაელამაზა უფროცა, – მეტს კარგს ვერ ჰნახავთ ვერასა. მეორეს დღესაც მივედი, მენახა იგივ ადგილი. თქვენს მტერს, რაც ვიგრძენ მაშინა, – მთლად მომეშხამა წადილი… ყოილნიც ისევ ყოოდენ, ბულბულიც ისევ გალობდა, თუმც მის გალობა ძლივს ვიცან, ნაღველ-ძმარითა მწარობდა… თვალებსა ვხუჭავ, ცხვირზედაც მაგრა ვიჭირებ ხელებსა, გველები შემოჰხვევია ტურფა მცენარეთ წელებსა, და მძოვრის სუნის სიმყრალე დაჰქრის ტყესა და ველებსა
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ველს სადმე შევხვდი ტურფასა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში