პოეზია
ვართანას
სუქდება ჩვენი ვართანა,
მუცელს ისქელებს თან-თანა,
„ბიჭოს“ ეძახის გლეხკაცსა, –
„ძმობა“ აქვს ნაჩალნიკთანა.
დაჭამა ვარიეები,
რაც კი სოფელში გოგავდენ,
ახლა მამლებსაც ხელს მიჰყოფს,
წითელ-წვერეებს, მროკავებს.
პალტოთ და ქოლგაით დადის,
ისწავლა დრასტი-დრუსტები,
ფეხებზე პოლსაპოჭკს იცომს,
გაიძრო ძველი ჩუსტები!
ბოლთა, ღიღინი დუქნის-წინ
ღაბაბ-ფუნთუშას უხდება,
რატომაც არ გაიხარებს,
რა საქმე იმას უხდება!..
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა