პოეზია
ვაი, შაგირცხვეს კაცობა
(ვუძღვნი ნ. დ – ძეს)
ვაი, შაგირცხვეს კაცობა,
მკვეხარავ, გულით ჯაბანო!
დაჰხურეთ ქალის ჩიქილა,
დაჰფარე, მიწის საბანო!
რად გკიდავ ხმალი, ხანჯარი,
წადი, ჩაუჯე ქსელასა.
ვაჟა-ფშაველა რომ დაგხვდეს,
დაეფეროდი მელასა.
იარაღის ცდა დიაცზედ,
ვაჰ, არ მამიდის რჯულადა,
თორო როდისაც მირბოდი,
დაგიქროლებდი მგლურადა!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა