სიმღერა
თხოვნა
მოდით, ძმანო, წამომყევით,
სხვას ქვეყანას გადავიდეთ;
სხვა ერსა და სხვა სიცოცხლეს
სხვას ცხოვრებას მოვეკიდნეთ.
სოფლით სოფელს მოუძახოთ,
ძმურად ერთად შევიკრიბნეთ,
ერთად ვხნათ და ერთად ვთესოთ,
ერთ ბილიკზედ გავივლიდეთ
და გასაჭირს ადგილასა
შემწეობით ამოვიდეთ.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა