ვაჟა-ფშაველა
პოემა

ცაზე იარე, მთვარეო

ცაზე იარე, მთვარეო, მზეო, აბძანდი-დაბძანდი!.. მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი, ხან მოიხვიეთ ნაბადი... დაწვიმე, შავო ღრუბელო, დაალბე მკერდი მიწისა; გაუცინოდი, ლამაზო, ახარე გული ბიჭისა! იტანჯეთ ტრფობის ცეცხლითა, დრო ჩვენ არ გვიცდის, მიდისა, დავიხოცებით, ტყვენი ვართ ჩვენ მეუფისა დიდისა. საიქიოდამ სახდომი ზღუდე არა სჩანს ხიდისა. ტიალი წუთისოფელი მიდის, მიდის და მიდისა; ჰხედავთ, მოკლეა საზღვარი უსაზღვრო ზღვისა კიდისა!..
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/133.tsaze-iare-mtvareo.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ცაზე იარე, მთვარეო | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში