სიმღერა
თქვენი ჭირიმე, ჰოი, მთებო
თქვენი ჭირიმე, ჰოი, მთებო,
ქედ-აწვდილებო ზეცადა,
რამ გაგაჩინათ, ნეტარა,
ჩემფერის კაცის ბედადა?!
ხან-კი რო დაითოვნებით,
ხან დაგედებათ ნისლიო…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თქვენ როცა გხედავთ, ტივლებო,
მუხლს გიყრით, გული ღონობსა,
თქვენფერად სიამაყესა
გატაცებული გონობსა.
მაშინ-კი უფრო მიყვარხართ,
როცა ჩამოგდისთ ღვარია
ქოთობით, ვაი-ვაგლახით,
ისმის ბუნების ზარია.
ნადირნი დაღალულები
კლდის თავებზედა სხდებიან.
თავ-თავქვე ჩამომცქერლები
აქა-იქ იხედებიან,
და კინჭუხებში ვაჟების
თოფნი ლუჭ-ლუჭად ტყვრებიან.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა