ვაჟა-ფშაველა
პოემა

სისხლის ძიება (თავი მეჩვიდმეტე)

მეორე დილას იპოვნეს იქვე სხეული ბებრისა; საკრეფად წამოსულიყო ქიჩირის ძვალთა მტვერისა. ეკრიბა კაბის კალთაში თუ რამ ცეცხლს ფერფლი რჩენოდა; ეძებდა შვილის ნიშანსა, ეგებ რა გამოსჩენოდა. რომ ვერაფერი ეპოვა, მასაც სიცოცხლე სცხვენოდა. დანა დაეცა გულშია და სისხლი გადმოსდენოდა.
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/17-sisxlis-dzieba-tavi-mechvidmete

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა