ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

სიმღერა სასოწარკვეთილისა

ტიალო წუთის-სოფელო, მაბრუნებ ათას ფერადა, ანგელოზივით მართალი ლამის გამხადო მგელადა. დაბადებიდგან წილადა მარგინე კვნესა, ჭირია, და ჩემი თავი შენს ხელში ქოჭებ-დადგმული ვირია. ამკიდებ, რასაც ისურვებ, მომძახი: აჩი, აჩიო! საპალნეს ნუ დამიკარგავ, გინდ მოკვდი, გინდა დარჩიო! რაღა მეთქმევა ბეჩავსა, უნდა გემონო ბრიყულად, შენგან დადგმული ქოჭები უნდა ვატარო ვირულად.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა