ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

სიმღერა (1890)

(ვუძღვნი სოფლელ ჭორტიკებს, ბებრუცუნ-ბებრუხუნებსა) რამდენი სთელავს ჩვენს მიწას, პრისტავები და სუდია, რამდენსა ჰსვამენ ჩვენს ღვინოს, რამდენი უსვამთ ლუდია, ქართველად დაბადებულა და ერი გაუყიდია. სავსეა ჩვენი ქვეყანა აფიცერ-პომპოლიკითა. იმათ ის გვარგეს, – აგვივსეს კარ-კური ჩონჩორიკითა, გულებს გვიხეთქენ ყველასა შტიკების ტონტორიკითა. ქართულად ენას არ დასძვრენ, განღამც იკითხონ გაზეთი, ვერ ჰგრძნობენ, საუბედუროდ, რომ გაუწყრებათ მათ ღმერთი. რა ვიცით, ჟამი მივია, რას გამოატყვრენს, რას არა… იფთხილეთ, ქართველები ხართ, არ გაჰხდეთ ქვეყნის მასხარა. ჯერ სოფლელთ დიაცთ გაიგეს, გაზეთის ძალი-ღონია, თქვენ რაღა ღმერთი გაგიწყრათ, რამ გამოგლიათ გონია!.. [12 აგვისტო, 1890 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    სიმღერა (1890) | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში