ვაჟა-ფშაველა
პოეზია

შემთხვევა

უანგელოზოს საყდარსა ეშმაკი დაჰპატრონდება. ბეჩაო, ჩემო საჯავროვ, შენ ვინღა დაგპატრონდება?! მთა ცაში მიტომ ყელ-ყელობს, რომ სიმაგრე აქვს ძირითა. მარტოკა ერთი რას იზამ, თუნდაც ცეცხლს ჰყრიდე პირითა?! აბა უყურეთ ფუტკარსა, როგორ პატარა მწერია, დათვს სასიკვდილოდ შაებმის: იცის, რომ იმის მტერია. „ეგ თაფლი, ჩემო დათუნა, სულ წვეთ-წვეთობით ვპოვეო, დღედაღამ დაუსვენებლად მინდვრად ყვავილი ვწოვეო“. ძაღლს დაეყარა ლეკვები, მინდოდა ერთის დაჭერა. ძაღლმა გამიგო სურვილი, მეცა და გადამამტვერა. გავკვირდი ძაღლის გრძნობასა, მოვრთე დიაცებრ ტირილი: „ახ, კაცო, კაცი რად გქვიან?“ გაისმის ჩემი ყვირილი.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა