ვაჟა-ფშაველა
პოეზია

სახსოვარი

(ნატალია გაბუნია-ცაგარლის საიუბილეოდ) ქალო, სალამი შენთანა, ჩვენი თეატრის მუშაო! ხანუმას სულის ჩამდგმელო, მის აღმბეჭდელო შუშაო! ნუმც დაგეკარგვის ამაგი, საქმე ნუმც დაიფუშაო, სულის ჩამდგმელო ერისა, ხელოვნებისა ტაძარი, ურომლოდ ერი ვერ ერობს და არც გრძნობა აქვს მაგარი! აღზრდილი ობოლივითა ვის ჰლალაობდით დედანი. მარიამ აკვანს ურწევდა და ნატო როგორც ქედანი ღუღუნებს: „გაიზარდეო!“ წყლულს გულს ეძლევა შვებანი. რატომ გვერდს არ გყავს დობილი? გამაგებინა, ნეტავი!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა