ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

საშობაო სიმღერა (1907 წ.)

რა მარგო, ნეტავ, შობამა, ჩემთვის რა მოუტანია? ვინც იშვა, ცაში ბრძანდება, მას ჩვენთვის აღარ სცალია; ქვეყნის გულისთვის იღვაწა, სული ტანჯვაში დალია! და დღეს კი იმის სწავლისა აღარსადა სჩანს კვალია; გვერდს უგმირავენ ლახვრითა, მოსჩქეფს ძმარი და წყალია, ვინ აასრულა მოძღვრება: „მოყვასი შეიბრალია!“ გარეგნულად ვსცემთ პატივსა, ფორმისთვის უკრავს ზარია. დღესც ვერ შევიგნეთ მის მცნება, გვესმის რამდენი ხანია! საწყალი საწყლადვე რჩება, ისევ სდის ცრემლის ღვარია. მგლები, აფთრები მრავლდება, ხარობს იმათი გვარია; აზრი კი, აზრი მაღალი, ჰგოდებს ბედ-განამწარია!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა