ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

სადღესასწაულო სიმღერა

ჰა, თქვენი შობა, აღდგომა, თქვენი ახალი წელია. სხვა ყველა გამოიცვალა, ესენი შაგვრჩა ძველია. იმათაც იქნებ შევჭამდით, რომ გვიწვდებოდეს ხელია. ან გავყიდიდით, ვაჭარი ჯერ ვერსად აგვიჩენია. ახალწლის, შობის იღბალი, განგების წესი მთელია, რომ ამეების შეპყრობა ხელით ძალიან ძნელია. ვერც ტყვიით დაიჭირება და ვერც მოსთიბავს ცელია, არ დაიჭირვის მახითა, არც ჩაედება წნელია. დღეს ჩვენ იმათი ყმები ვართ, ის ბატონები ჩვენია, უნდა დავუხვდეთ კარგადა, კარგი მივართოთ ძღვენია – ცხვარი, ბურაკი, ქათმები, ბლომად ერბო და ყველია, თეთრი ღვინო და წითელი, რომ ჩაისველონ ყელია. გაწყალდა საწყალი კაცი და სიქა გამოელია…
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    სადღესასწაულო სიმღერა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში