ვაჟა-ფშაველა
პოეზია

„საახალწლო“

გიხდება სიდარბაისლე, წინდახედული დინჯობა, არად გაწყენდა, ხანდისხან გამოგეჩინა ფიცხობა. ილია ჭავჭავაძეს რასაც კი ხელი ჩასჭიდა, გამოდის მეთაურიო, დიდს მანძილს მალე გაივლის, როგორაც ბედაურიო. სათავად-აზნაურო ბანკს ბარათი დამიწერია, ზედ მომიწერავ ხელია, ვინც „პროცენტს“ არ შემოიტანს, დღე დაადგება ცხელია. ნიკოლაძესა და „ლისტოკს“ ნ ი კ ო ლ ა ძ ე: აჰა, წაიღე, იხმარე, როგორც ნაღვაწი თავისი. ხ ა ჩ ა ტ ა: მე შენი რჩევა რად მინდა, ჭამა მეც ვიცი ფლავისი. ქართულ „ტრუპპას“ ახალ პიესად გვაუწყეთ „ხანუმ“ და „ხათაბალაო“, ტრუპპასა რეჟისორითურთ არ აგცდათ ხათაბალაო. პ. უმიკაშვილს ერთს ეპისტოლეს ვამზადებ, მთის ქალთ ვაცნობო ყველათა; ისწავლონ ხალიჩის ქსოვა, როგორც ყოფილა ძველათა. ვლ. ა–შვილს ღმერთმა ჰქნას, მეფერეობამ არ დაგიკარგოს ფერია… ყვავსაც უშველოს უფალმა, დააჭერინოს მწყერია.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა