ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

როგორ საშინლად ბნელოდა

როგორ საშინლად ბნელოდა, როგორ ძალიან ელავდა, სასაფლაოზე ატეხილს შამბნარს წითლადა ჰფერავდა; ცა იქცეოდა და მიწა თავისთვის სუდარს ჰკერავდა, სამყაროს ნგრევას ეშმაკი გახარებული ჰზვერავდა. ღამის წყვდიადში კისკისი მისი ჰზარავდა ყველასა, და კაცნიც სასო-მიხდილნი ღმერთს აღარ სთხოვდნენ შველასა; შავი ღვარები ჰღარავდა იმათ სახლების კერასა, ძმა რომ ძმას თვალებსა სთხრიდა, ამბობდენ „არაფერასა“. თვალებ-დათხრილნი სტიროდენ, ან რად იწყებდენ მღერასა. ვიბრძოდი იმათ საშველად, ვეღარა ვშველდი ვერასა.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    როგორ საშინლად ბნელოდა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში