ვაჟა-ფშაველა
პოემა

როგორ საშინლად ბნელოდა

როგორ საშინლად ბნელოდა, როგორ ძალიან ელავდა, სასაფლაოზე ატეხილს შამბნარს წითლადა ჰფერავდა; ცა იქცეოდა, და მიწა თავისთვის სუდარს ჰკერავდა, სამყაროს ნგრევას ეშმაკი გახარებული ჰზვერავდა. ღამის წყვდიადში კისკისი მისი ჰზარავდა ყველასა, და კაცნიც სასო-მიხდილნი ღერთს აღარ სთხოვდნენ შველასა; შავი ღვარები ჰღარავდა იმათ სახლების კერასა, ძმა რომ ძმას თვალებსა სთხრიდა, ამბობდნენ „არაფერასა“. თვალებ-დათხრილნი სტიროდენ, ან რად იწყებდენ საშველად, ვიბრძოდი იმათ საშველად, ვეღარა ვშველდი ვერასა.
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/2688.rogor-sashinlad-bneloda.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა