პოეზია
როდის იქნება
როდის იქნება, შევიკრიბოთ, ძმანო, ერთადა
და დავიყვიროთ კიდით-კიდეს მკვნესი ნაღარა,
მის ტკბილსა ხმაზედ მხიარულად, გიჟმაჟურადა,
თავისუფლადა ვთამაშობდეთ აღმარ-დაღმარა?!
როდის იქნება, გარდგვეხვიოს ძმურათ ხელები,
სულით და გულით ერთად. . . . . . გამზადებულთა,
წინ მიგვიძღოდეს სიყვარული, ფრთებით შესხმული,
და ჩვენს. . . . . . მხრებს აბერტყდეს გახარებული?!
როდის იქნება, შრომის შვილსა პირი მოვბანოთ,
აღარა სწვამდეს ნაკადული ცხელის ოფლისა,
შევძლოთ იმდენი – დაჩაგრულსა გული ვუხაროთ,
უმეცრებისა და ტანჯვისგან სულ გალახულსა?!
როდის იქნება, გულს მოგვეჭიდოს ტანჯულთა ბედი!
აგერ იხვეწის „მომეშველეთო“ „შავის“ ძმის სული,
თვალცრემლიანი, ქვაზედა ზის, ძონძ-მოხვეული,
დაჩაგრული, მუშტის ტოლათა ამობუზული.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა