პოეზია
რას მიმზერ, მამასახლისო
რას მიმზერ, მამასახლისო,
გული რად გიძგერს დიდია?
მიტომ თუ მედიდურები,
ყელზე რო ჯაჭვი გკიდია!
სახლიც რკინითა სავსე მაქვ,
ძაღლებიც ჯაჭვით მიბია,
ერთს კიდევ გამოგიგზავნი,
რომელიც უფრო დიდია.
შენ რომ მე კაცად არ მხედავ,
მეც ხათრი ფეხზე მკიდია.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა