ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა! და სატანა, მაცდური ხალხის, იკაწრის სახეს, იგლეჯს თმასა მოთქმა-ზარითა. ჯაჭვი სისხლული და ერთგული სულის მონობის გაიჭრა შუა სამუდამოდ ფიჭვის ჯვარითა. მიწა გრძნობს შვებას და იმღერის მთელი ქვეყანა, მკვდრები ხორცს ისხმენ და წყვდიადით გამოდგენ გარე, თავ-გაჩეჩქვილი გველი კვნესის კერპთა ნამტვრებთან და მახარობლად ციურ ქვეყნის მობრუნდა მთვარე. ყველა ეღირსა სულის შვებას, დარჩა იუდა. ტან-დაშეშრილი, შესაზარი ჰკიდია ხეზედ. ღვთის ლმობაზედა იმედოვნებს, ცხონება უნდა, მაგრამ, ტყუილად! დაისჯება ახალსა წესზედ! რად გაჰყიდე, უგუნურო, ღმერთი ფულზედა? გვიანღა არის სინანული, ქრისტეს ვედრება! აქ ხალხი იტყვის გულ-არევით წყევლას შენზედა, იქაც უწყვეტლივ წვა და ტანჯვა ცეცხლში გერგება! პეტერ[ბურგი] 1884 წ.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა