ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1886

ქეიფი

დამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი! ეგება გულის ვარამი ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია. თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი, ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია, დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა, გადავეერიო ზღვაშია. თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს სიკვდილი მიჯობს ცდაშია; ვერ მააწონებთ კარგს ყმასა, რაც არ უჯდება ჭკვაშია!
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ქეიფი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში