ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ქებათა-ქება (დროება გამოიცვალა)

დროება გამოიცვალა, ზნეც შაეცვალა მელასა; სხვადასხვა ფერი დაედვა კაცსა და ცხოველს, ყველასა. მგელმა უარჰყო მგელობა, ცხვრის ზნე დასჩემდა ტურასა და პირზე კლიტეც დაედვა სახლის ყარაულს მურასა. მთას მთობა აღარ სწადიან, აღარც რო ბარსა ბარობა; გახდა ყვავ-ყორანთ სათრევლად წინაპართ მონაგარობა! ვევედრე ხატსა და ღმერთსა, მოეღო ჩვენზე წყალობა… წაიღო ქარმა და წყალმა ცრემლით მორწყული გალობა! გითხარით, არ დაიჯერეთ, სნეულს უნდაო წამლობა. მუდამ ჟამს როგორ ვევედრო მაღლა ცას, დაბლა მიწასა! ცა ხომ ფერობის ღირსია, თავს ვინ დაუკრავს ციცასა? აღარ მწადიან ვიუბნო, რაც მიღრღნის გულის ფიცარსა; ცოცხალს ფიქრს ვმარხავ გულშია და ზედ მივაყრი მიწასა. გუშინა ვნახე ფრინველი, თვის სიმღერაში დნებოდა; არვინ უშლიდა ხელობას, ტკბილის ხმებითა ძღებოდა, და იქვე, გვერდზე, მდინარეც ტკბილ-მოსაუბრე ჰხლებოდა. ნიავიც მოდუდუნებდა ველებზე სული-წმინდადა, იგივე იყო უცვლელად, რაც ათასის წლის წინადა. არვინ უშლიდა ნავარდსა, რაც ჰქონდა სადენ მილადა. უბინადროა ბეჩავი, ხმელეთს თუმცა სცნობს ბინადა; არცვის ჰმტრობს, არცვინ მასა ჰმტრობს, ცხოვრობს თავისთვინ ტკბილადა, ფარფატებს მშრომელი კაცის თავ-შუბლის გასაგრილადა. ბევრჯელ თუმც მისი წყალობა მუშას ექცევა ჭირადა და წუთის სიამოვნება საწყალს უჯდება ძვირადა. ცაში ღრუბელი ჩიოდა: „გზა ამირიეს სავალი, დიდი ხანია ცოცხალ ვარ, მიდიან წელნი მრავალი, ასეთი არ შამხვედრია ჯერ მე თავგადასავალი: გადამაჩვიეს მეც იმ წესს, რაც-კი მებოძა ღვთისგანა, გულ-მკერდს მიპობენ ტყვიითა, ჭირი იქნება მისთანა?! თქვენ, კაცნო, მზესაც უმტერებთ, თუმც არა გყავთ-რა მზისთანა; თუ მე გსეტყვთ, მზეც ხომ ბევრჯელა გწვავთ და მოგივლენთ გვალვასა! არ ვიცით, სადღა წავიდეთ, თავს სად დავუწყებთ მალვასა! ხელ-ფეხს ჩამედვა ბორკილი, ვეღარ ვაუბნებ ენასა, დაუდნავ ჩემი არსება ნაღველს და გულის კბენასა. შიშ-უცოდარმა გავიგე, დღეს შიში რაცა ყოფილა: დაშინებულის ლეშიდან ფიქრიც მშიშარა შობილა. როდი-ღა ვიცი, თუ რა ვქნა, რით მოვუარო საქმესა? უნდა წავიდე, შევჩივლო ცა-დედამიწის გამჩენსა: რად ითმენს, რად მათმენინებს კაცთ თავხედობას ამდენსა!“ მისეირნობენ ქუჩაზე ზაალ, გორჯასპი, სულხანი, მემამულენი ქართველთა, სამივე იყო მსუქანი. თან ერთმანეთსა ჰკითხავდენ: სად არის სასმლის დუქანი? მხარზე კომბლები გაედვათ, წელზე ხის ხმლები ეკიდათ; აჰშარდა პოლიციელი, სამივეს გადაეკიდათ… დამშვიდდა მაშინ, როცა სცნო, რომ დგნალის ხმლები ეყიდათ, თორემ სამივეს დასცრცვიდა, ეს დაიჯერეთ ბეჯითად! სოფლიდან ქალაქს ჩამოვედ, ქალაქის ნახვა მეწადა: საცხოვრებელად რო გითხრათ, არ გამაჩნია ბეწვადა. თითო ნაბიჯის გადადგმას აქ ეჭირვება ფულიო, ამდენის ფულის ძლევასა თანაც ამოჰყვა სულიო. ვინაც შემხვდა და ვისც შევხვდი, ყველა იძახის „ზრასტისა“, ეს ამოდენი დუნია, რაც-კი ქალაქში დადისა. შევხედე: მოიზლაზნება ჩემი ნაცნობი სესეცა, ქალმებით, ტყაპუჭიანი, გაბრიყვებულა ესეცა. ეგები ამან მაინცა, ვსთქვი, მითხრას „გამარჯვებაო“, სალამი ჩემის ქვეყნისა გულს მალამოდა ჰხვდებაო… იმანაც „ზრასტით“ მომმართა, თავი არ მომიკვდებაო! როცა წვიმის და დელგმისგან იმღვრევა დიდი მდინარე, რა დაიფარავს პატარას, მზე, მთვარე, სხივთა მფინარე, რომ არ აიმღვრეს ბეჩავი, თუნდ არ ეწადოს დიდადა ლაფის და მწურის თავს დასხმა, დენა ეწადოს წმინდადა?! ყველა იმ ხიდზე გაივლის, რაც გადებულა წინადა!.. ეჰ, სხვა რა მეთქმის, მხოლოდ ეს: ქება-დიდება დროებას, ბრიყვის და შეუგნებელის ფიქრსა, აზრსა და შნოებას, დავრდომილს აუდგომელსა ფეხებზე ხუნდი მოებას. აწ გაუმარჯოს სიყმილსა, სიცივისაგან კანკალსა, მინდორსა გაღაღანებულს, ყანას მოწიფულს, სამკალსა, ჟანგისგან დახრულს და დაჭმულს მიგდებულს ცელსა, ნამგალსა და ოჯახს გავერანებულს, ათასის მტრისგან ნაგალსა, ჩვენს ამაგს საყვავყორნესა, ვინ გინდა ვისგან ნადავლსა! ბუნებავ, მინდა რამ გითხრა, არა ახალი, ძველია: რამდენს იწველი, იწველი, რძე-კი არ გამოგელია? რამდენს ვაებას ეგ შენი გულ-მკერდი დაუთელია… შენი წესი და თავ-ბოლო საიდუმლობა მთელია. შენ სხვას ვერაფერს შეიძენ მის მეტს, რაც შეგიძენია; რაც გაბადია, მხოლოდ მას უნდა უცვალო ფერია. მოკეთე თუმც ხარ თავისა, – მასთან თვისივე მტერია; მაგრამ ჯერ შენთვის საყელო არავის დაუჭერია. სამთხოვარაოდ ვისკენ-ღა უნდა გასწვადო ხელია? თავისთავს თუ სთხოვ, სხვამ ან ვინ უნდა მოგართვას ძღვენია? ნახარჯი ერთის ჯიბისა მეორეს შაურჩენია. მაშ კაციც შენებრ ძლიერი ღმერთს რად არ გაუჩენია?! დამბრუნავს ფიქრი ბოროტი, თავზე დამძახის ავადა: არც ყორანია, არც ყვავი, ფრთებს ათამაშებს შავადა. კაცი საღი და ჯანმთელი ფიქრისაგან ვარ ავადა; ცეცხლი მედება გულზედა, მზად არს ჩემს დასაწვავადა ვერც დამწვა, აღარც განელდა, მე ამან დამაავადა. ვერც მოვიშორე თავიდან, აღარცვინ წყალი დამისხა. ტანჯულ-გვემულმა ოცნებამ მხოლოდ ეკალი დაისხა. რა დაჰშრეტს ცეცხლსა, მინამდე ტირილი ისმის ჩვენითა, – მანამდე თვალთა ხედვა მაქვს, არ დავოჩნდები სმენითა. უქნარმა, ხელებით დამბლამ,
1 / 2
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა