ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ქართლი

კიდევ ვიხილე ადგილი წყალ-ველიანი, მთიანი, სადაც ერთს დროსა ბეჩავსა ღამე-დ დღე მქონდა მზიანი. გული სწუხს, ცრემლნი მოდიან, როს ვხედავ ქართლის არესა, ვკითხულობ გორის ციხეზედ ჩემს ფიქრს ძველებურს, მწარესა. მანდ რომ ძვალები ვიხილე, არ დამვიწყნია, ციხეო, ჯერაც დამდევენ ძახილით: სისხლი აიღე მალეო! კიდევაც მესმის კიჟინა, მომდგარა თათრის ჯარები, ხმლები ელავენ მზეზედა, ტირიან ქართლის ქალები. მტერი სჭრის ბალღებს თავებსა, გლოვობენ შვილებს დედები, ავსებს და ავსებს ქუჩებსა ქართველთა სისხლის ხევები. აგერა სასაფლაოცა, გულის საკლავი, გორისა! იქ მეგულება სამარე ჩემის საყვარლის სწორისა. შენ წახველ, ძმაო, გამწირე თვალ-ცრემლიანი, ობოლი. გამოსრეული უდაბნოს, როგორაც მუხის ფოთოლი. დავალ და დავეხეტები ქვეყნად მძებნელი ბედისა, გული დამიდნა ამდენის ჩემის საყვარლის ძებნითა. ვიცი, რომ გინდა გიამბო ამბავი ჩვენის ქვეყნისა. ნურასა მკითხავ, გენაცვლე, ზღვები ტრიალებს კვნესისა. ლიახვიც ისევ ისე დის, დროს გიჟი, დროზედ ჭკვიანი, მას გზას უღობავს ვაჟკაცი მტკვარი ზანზარა-ხმიანი. ქართლის სერებიც მტირალნი, ქარიშხლით დაჩაგრულები, სდგანან და იცქირებიან, დასისხლული აქვთ გულე
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა