ვაჟა-ფშაველა
პოეზია
1888

ქალებს

თქვენ რომ არ გვყვანდეთ, ქალებო. რა იქნებოდა ქვეყანა? ვისაც რაც უნდა, ისა სთქვას, მე კი გადარებთ მზესთანა. ბნელს გულში სხივი ჩადგება, როს თქვენა გხედავსთ თვალია, ავსდგები თქვენსა საცქერლად, კიდეც რომ ვიყო მკვდარია; დატრამლდეს გულისთქმასთანა ყველა ბუნების ძალია!.. კარგნი, ქართულად ჩაცმულნი გამაჰგოგდებით წყნარადა, ან თუ დასხდებით მწყაზარნი, ვით ტრედის გუნდი ფარადა... თუმც ხშირად თქვენი შვენება კაცებს გვექცევა ძმარადა, - მაინც მაყვარებს თქვენს თავსა ეს გული ძალისძალადა!
წყარო: http://geolit.ge/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ქალებს | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში