პოეზია
პუბლიცისტი
ამ წლევანდელს წელშია
კაცი გავტყდი წელშია,
მინდა რამე დავწერო,
კალამს ვიღებ ხელშია.
„არაფერი წამოგცდეს!“ –
მუშტებს მცემენ ფერდშია:
„ჰა, ღმერთი არ გაგიწყრეს,
არ შეხვიდე ეშხშია!“
მეც რაღაც მაგონდება,
შევიცვლები ფერშია.
რაღაც გამეჩხირება
ის წყეული ყელშია.
აღარაფერს არ დავწერ –
ვამბობ – მე ჩემს დღეშია!
კალამს ვაგდებ, ვამთქნარებ,
ბუზებსა ვთვლი ჭერშია.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა