ვაჟა-ფშაველა
პოეზია

პატარა მწყემსის სიმღერა

მე ახალწლისა რა ვიცი, ვიზდები როგორც ჩიტია, ჩემსა და ახალწელს შუა ჩატეხილია ხიდია. შირაქში ცხვარსა ვაძოვებ, ზურგზედა გუდა მკიდია, შიგ მიძე მჭადის ნატეხი, გამშრალი, როგორც ფიტია. შორს დარჩენ, ფშავში არიან ჩემი დედა და დიდია*. ვინ გამომიცხობს ბედის კვერს, მიბრძანეს: „ცხვარსა სცვიდია!“ თაფლ-ერბოს ნაცვლად მაბერებს ამ ჩემის ცხვირის ცინგლია. ხელ-ფეხ დამზრალი, მშიერი, – მოკვდიო, – ჩემთვის ვიტყვია. თან დამდევს ჩემი აფთარა, ნუგეშად ის-ღა მიცნია. გავმართავთ ერთად მასლაათს, როგორაც დედა-შვილია. როცა ვიცინი, – იცინის, და ტირის, – როცა ვტირია. შორსაა ჩემგან, ძმობილო, თქვენი ლხენა და სტვირია.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    პატარა მწყემსის სიმღერა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში