პოეზია
პატარა ბიძინა მერკვილაძეს
(ხანჯალზე წასაწერად)
ჯერ პატარა ვარ, უბირი,
მეტი არა მაქვს გონია:
ვინაც გარს ხალხი მეხვევა,
ყველა მოკეთე მგონია.
როს გავიზრდები, გავარჩევ
ცალ-ცალკე ცხვარსა და მგელსა
და მხოლოდ მაშინ დავიდებ
ბასრს ხანჯალზედა მე ხელსა.
მინამდე შევტრფი ჩემ ხანჯალს,
გავფერავ, გავაკრიალებ,
გამაგრებულის მკლავითა
ბრძოლის დროს დავატრიალებ;
ვინც მიზიანებს სამშობლოს,
მეც იმას დავაზიანებ.
1912 წ. 19 მარტს.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა