ვაჟა-ფშაველა
პოეზია

პასუხი

– მთაო მაღალო, ზვავთა ნაღარო, მე რა გახარო! არ მიგდებს ყურსა მდგარი შტერადა: თუ მივაჩნივარ თავის მტერადა… – მთაო მაღალო, ნისლით ბურვილო, სალის ყინულით თავ-დახურვილო, რატომ არ მისმენ, მე რა გახარო, რომ შუბლი გაჰხსნა და გაიხარო! – ჩემს შუბლს რა გაჰხსნის, მტერ-მკვდარო შენა: მთლად გამიქვავდა კანი და სმენა. გამიბათილდა ჯანი და ენა. მაინც ყურს გიგდებ, მითხარი ბარე, იქნებ გატკბილდეს ფიქრები მწარე. – მაშ თუ არ იცი, გმირო დიდგულა, მწვანემ შემოსა ჭალები სულა, ამოჩნდა ია და ფურისულა¹ კოდალას უპყრავ ხელს ღვინით კულა, გალოთებული დაჰკივის ველსა, ნისკარტით ჰზომავს ფუტუროს ხესა. დაფნის გვირგვინი თავს ედგმის ტყესა, მერცხალი ჭყივის, მდინარე ხვივის, იქვე წყანწყარა მოდის წყნარ-წყნარა. გაცოცხლდა ბუზი, გაცოცხლდა ჭია. ბარად რომ ჰნახო, ბრწყინვალე მზეა. გამოიფხიზლე – გაზაფხულია! – ვაი შენს მტერსა, რას ამბობ, რასა? რა მზე გაათბობს მყინვარეს მთასა?! ჩემზედ ვინ ჰნახავს იმ ნაზსა იას, ასში ერთს დღესა ვერ ვნახავ მზიანს. სულ თოვლი მაწევს, ყინული დიდი, მაგრამ არ ვწუხვარ, ვარ მუდამ მშვიდი. ბარად წვიმაა, ჩემს თავზე თოვნა, ღმერთს როდი ესმის მაღლის მთის თხოვნა. ქარი დამბერავს, ქარი ჰგრიალებს, ჩემი თეთრი თმა ცაში ბრიალებს. ნისლი გადიყრის, მიჩნდება ბარი, და შევტრფი შორით, იმისთვის მკვდარი. მუდამ ჭირში ვარ, მაგრამ არ ვკვდები, ამაყის გულით ცოცხალი ვრჩები!
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    პასუხი | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში