პოეზია
პასუხად ბაბილინას
სიკვდილი როდი მაშინებს,
მამულს თუ რამე ერგება.
საწუთიერო სურვილზე
რო კაცი გადაეგება,
ის კი არ მწამდა არც წინად
და ვერც ვიწამებ მას დღესა;
ისა სჯობია, როს მტრის ძალს
თავის ძალს შეუწონებსა
და უკეთესად მოახმარს
სამშობლოს თავის ღონესა.
სიმართლე გითხრა, ქალაო,
გული არ არი დონესა,
აპირობს გადმოვარდნასა,
ედება ღობე-ყორესა;
ათასჯერ დაჭრეს, დაკუწეს,
ათასჯერ დააღონესა,
მით, რომ მტერს თავის ძალ-ღონე
ჩემს ძმათ ვერ შეუწონესა.
ნუთუ დავეყრდნო ბრძოლის დროს
მხოლოდ ოცნების კონებსა?
ისეთს ვერ ვიზამ, სამშობლოს
რაც უფრო დააღონებსა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა