პოეზია
1886პაპიჩემის ანდერძი
შვილო, რად სტირი ნეტარა,
რა უბედობა გეწვია?
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია!
ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა,
ქვითინი დიაცურადა.
მტერს ხმალი უნდა საფთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.
აგრემც ექმნები პაპაშენს
დღეგრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, სანამ გიდგა სულიო.
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,
ეგ არის ჩვენი რჯულიო.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა