ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ოცნებავ, ჩანგი მომართე

ოცნებავ, ჩანგი მომართე, ტირილის ნაცვლად მაცინე; არ კმარა, რაც რომ ვიტანჯე და რაც ცრემლები მადინე?! მინდა დღეს გული ლაღობდეს, მოსვენებითა ვტკბებოდე, არ ვწყევდე თავის გაჩენას, ბედნიერებით ვთვრებოდე. ვერ შესძლებ ამას, მეც გატყობ, ლხენას არა ხარ ჩვეული, არ გაძლევს მოსვენებასა ცხოვრების შხამი წყეული, – მაშ ნურც მე და შენ ვიქნებით სწორებში გამორჩეული. [1903 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა