ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ობოლი ბღარტები

დაობლებულა ბღარტები, უდედობასა ტირიან, ბუდიდამ გადმოცვენილან, გულ-საკლავადა წივიან. დაბლა მიწაზე ბღორტავენ გინგლიანები, წვრილები, პირებს აღებენ საჭმლისად ნიბლია-ჩიტის შვილები. თითონ ვერც საჭმელს შოობენ, არცა ჩვეულან ფრენასა; მარტო ერთს თავის ვაებას ათქმეინებენ ენასა, გულის მომწყვლელის წრიპინით ფრინველთ უხშობენ სმენასა… გულუბრყვილონი… იმათთვის ვინ მოინდომებს შველასა!.. საკუთარი ჰყავთ შვილები ნადირს და ფრინველს ყველასა; ჯერ არც იცნობენ საწყლები თავის მუხანათს მელასა. [1899 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა