პოეზია
ნუთუ მკვდარია ჩემი იმედი?
მაშ ვეღარ ვნახავ მის ტკბილს ღიმილსა?
მაშ უნდა მწყევდეს პირშავი ბედი
და გულს მიყრიდეს ისრად სიცილსა?
ვაი ჩემი ბრალი! რად ვარ ცოცხალი?
რით მოვირჩინო გულის ნაჭრევი,
რამღა ამიგზნოს მე გულში ალი?
რა დამრჩომია, რომ იმით მაინც
წყლულსა ვუწამლო, ვაფასო თავი?
[აღა]რაფერი! დამრჩა მე „ვაი!“
[მხოლ]ოდ ეს არის ჩემი წამალი.
[მან] შამაყვარა ცივი საფლავი.
[მხოლოდ] ვაია ჩემი წამალი!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა