ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ნუმცა მსმენია სიკვდილი

ნუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდგა მხეცებში, არწივს - ფრინველთა შორისა. რა ლამაზია დილითა, მზე რომ სხივს მოჰფენს გორისა! ნუმც წაუხდება მშრომელსა წმინდა ნაღვაწი შრომისა! დამლახვრელია გულ-მკერდის ცხელი ცრემლები ობლისა. უჩირქო, მეტად წმინდაა შვილზე ტირილი მშობლისა, ღვთიურს ხმასა ჰგავს, ვისც ძალუძს ხმების აკინძვა მწყობრისა, და გულის მკვლელი სიტყვები ენა-წყლიანის მთხრობლისა. ტურფაა ახალგაზრდობა, ზათქი ვნებათა თრთოლვისა.
წყარო: https://poetry.ge/poets/vazha-pshavela/poems/2680.numtsa-msmenia-sikvdili.htm

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა