პოეზია
ნიბლიას ანდერძი
ქარი უბერავს, მოაქვს ნამქერი,
ჩიტი ნიბლია ატირდა მთაზე.
სულ მუდამ ლაღო და მხიარულო,
ჩიტო ნიბლიავ, ცრემლს აფრქვევ რაზე?
– უსახლკარო ვარ, განა არ იცი,
ყინვამ მომასწრო, ძმობილო, გზაზე.
დამკრა სიცივემ, გული დამილბო
და მიმიყინა ფრთებიცა ტანზე.
ფრენა არ ძალმიძს, ვეღარც დავდივარ,
ზედ მიმეყინა ფეხები ქვაზე.
წადი, უთხარი ჩემსა ობლებსა
და გადასძახე მაღლიდამ თავზე:
აქ გამითხარონ ცივი სამარე,
აქვე დამმარხონ ამ მაღალს მთაზე;
ნაზის იისა კუბო შემიკრან,
გულს დამაყარონ ტურფა კესანე¹;
არ დაივიწყო, თუ გწამს უფალი,
არ დაივიწყო, შენი კვნესამე!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა