ვაჟა-ფშაველა
პოეზია

ნეტავი როგორც მიწასა

ნეტავი როგორც მიწასა დაამშვენებენ იანი გაზაფხულზედა, ისე მე დღე გამითენა მზიანი. სულს ობოლს, უპატრონოსა აღარა ჰღრღნიდენ ჭიანი, მისი მიდამოც ჰშვენოდეს თავ-ბოლოს ყვავილიანი, დასტრიალებდენ მერცხლები, ენა აქვთ ჭიკჭიკიანი. ობოლის სულის ბაღშია ბულბულის სტვენა მსმენოდა, იმის ყეფით და „ტია-ტით“ თუნდა მრავალიც მწყენოდა. დავრდომილს, დაკუტებულსა ფეხზე ადგომა ჰშვენოდა. მეც გულზე იმის პატრონსა სილაღე გადამფრენოდა, გამოღამებულს თვალებში ნათელი გადამფენოდა.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ნეტავი როგორც მიწასა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში