სიმღერა
ნეტავი, რისთვის ვიცოცხლე
ნეტავი, რისთვის ვიცოცხლე,
რისათვის ვათენ-ვაღამე,
თუ ბოლოს ამას ვიტყოდი:
წუთისოფელო, ვაჰამე?!
ნეტავი რისთვის მიყვარდი,
ვიტირე, ცრემლი ვანთხიე,
ოხვრას და ნაღველს ვსუნთქავდი,
გული ეკალსა ვახიე.
დაწუხებულმა შენსკენა
კბილით კლდეები ვარღვიე,
მარტოკა შენი სურათი
გრძნობის კალთაში გავხვიე,
დავურგე გულსა ვარდადა,
ზედ მის ყვავილი ვარხიე.
ყავლ-გასულ თამასუქივით
შენ კი პირობა დაჰხიე:
თავი სხვის კალთაში გიძევს,
სხვას შეჰფოფინებ თვალებით.
მე დღენი უნდა დავლიო
ოხვრით, ტანჯვით და წვალებით
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა