ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

ნეტავი გამაგებინა

ნეტავი გამაგებინა ერთი რამ გამოცანაო, პეპელასავით რომ ფრინავ, – შენ გეკითხები, ქალაო: ე შენი შავი თვალები რისგან არს ჩამოსხმულიო, როს გხედავ, მწყდება მუხლები, ლამობს დადნობას გულიო. ზღვა ბობოქარობს, ზღვა ღელავს, მენავეები ტირიან; ტალღებს ტირილი არ ესმის, შეუბრალებლად ყვირიან.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    ნეტავი გამაგებინა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში