ვაჟა-ფშაველა
სიმღერა

მხოლოდ ძალა გაქვს დღეს ხელთა

მხოლოდ ძალა გაქვს დღეს ხელთა, მაგით ხარ მეტი ჩემზედა, ბატონად მიტომ დამიდეგ, წყალს მასხმეინებ ხელზედა. გნებავ – მატირებ ცრემლადა, გნებავ – მახტუნებ ცერზედა, პურსაც ვერა ვჭამ კრძალვისგან და შიშით თავის წრეზედა. მოგჩერებივარ თვალ-წარბში, ლუკმა მადგება ყელზედა; შენ მადლობელიც არა ხარ, როგორც შეგატყვე ფერზედა. შენ მაინც ჩემზე ჰგულბრაზობ, როგორც მოსისხლე მტერზედა. ჩემი დაღუპვა გწადიან, მიტომ მაყენებ კლდეზედა?! გსურს, ანებივრო სვავები ტიალ-ოხერის ლეშზედა. ნუ შვრები მაგას, დაფიქრდი, ხელს ნუ აიღებ ღმერთზედა. ნუ, თორემ მარტო არა ვარ ამა სიმართლის მთქმელია: ვინც ავს უშვრება მოყვასსა, სხვაც მისთვის ავის მქნელია; თვითაც მუხთალად მოკვდება მუხთალად კაცის მკვლელია.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა
    მხოლოდ ძალა გაქვს დღეს ხელთა | ქართული გენის საგანძური ერთ სივრცეში