პოეზია
მწყემსის მუქარა
ტყუილად ჰფრთხები, ქალაო,
კიდევ მოალის ზაფხული,
მოგანდომებენ ჯალაფნი,
ჩემთან იქონო სულ-გული.
როცა გეტყვიან, ქალთა-მზევ,
ადე, გარეკე ცხვარიო,
საშუბის ყელებს უმარჯვე,
არ დაანებო თავიო,
მეც იქ დაგხვდები ფოცხვერა,
გაკრული გორის პირადა;
მალე გაგიწყვეტ საკინძსა,
ჩაგეტოლები ძნელადა.
ცხვარს ვინღა უგდებს მაშინ ყურს,
თუნდ ტყეც-კი იქცეს მგელადა?!
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა