ვაჟა-ფშაველა
პოეზია

მთიულის სიმღერა

მზეო, რა ცოტა ხანს გხედავთ, რა მალევ დაგვემალები! უცდი მზის ჩასვლას, სიბნელევ, მოხვალ, თავს დაგვეფარები. გვიან მოგვიხვალ, ზაფხულო, მალედვე დაგვეთხოვები. მაღალო სასოვეთ-თავო,¹ გაგყინავს, დაგვეთოვნები! მალედავ დასდებს თვირთვილსა, ფოთოლნი ჩამოცვივიან; მოდიან გულხელ-დაკრეფით, ჩამოსვლით ჩამოტირიან. დასჭკნები, ქალო ლამაზო, კავები ჩამოგცვივიან. მაშინ მითხროდენ, შენთვისა ვინ ნახეს ატირებული?! მიწად იქცევი, ვაჟკაცო, წადილით ახირებული. მამგონედ საფლავს გიჩრდილავს შამბნარი აყვირებული. კეთილს თან დასდევს მოსისხლედ ბოროტი აბირებული! [1888 წ.]
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა