ვაჟა-ფშაველა
პოეზია

მთიელის შფოთი

ვერ შემაშინებ, ბილწო თათარო, თვალის ბრიალით, კბილის ღრჭენითა. ვერ შემაძულებ ჩემს მოძმეს ქართველს, გინდ გადმიწყვიტო დაც . . . . . . . . . . . . . „გიაური ხარ, შენს სის . . . . . . . . . . . . . . თუ არ გადუდექ თავის . . . . . . . . . . . . . სხვის სისხლიცა . . . . . . . . . . . . . . . . . . . ბედი გვიწერავს ივერი[ისა]. მაგრამ იცოდე, ამოგშხამდება ჩუმ-ჩუმად ჭამა მსხვერპლის მსხვერპლზედა. სისხლის ძიება წესად მოგვიდის მთიელს ნათესავს ნათესავზედა! შავი კლდეები ქადილს შესწევენ, ტყვია ქურდულად იქა ჰკლავს მტერსა, მოკლულს მტერს თავის ძაღლებს აჭმევენ, ან მოიწვევენ კლდის ფრინველებსა. როცა მტერს კლავენ, ზედ დავედრიან: „ჩემს ძმას უზიდე ცივი წყალიო“. თან აღირებენ პრიალა ხანჯალს, – „გაუბანდოდი კიდეც ჯღანნიო!“.
წყარო: https://tagiweb.wordpress.com/vazha-fshavelas-leqsebi/

კომენტარები

კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა