სიმღერა
მთასა აქვს თავის შვენება
მთასა აქვს თავის შვენება,
ხოლო ბარსა აქვს ბარული,
ისიც კი შვენიერია,
გულს რო ფიქრი მაქვს ფარული.
შევხარი, როგორც საუნჯეს
ტურფას, ფას-დაუდებელსა,
თან ვფთხილობ, არ დამეკარგოს
ცხოვრება-შაუგნებელსა,
ორივე ტანჯვით ვიზრდებით,
გზას ვიკვლევთ გაუგნებელსა.
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა