სიმღერა
მთას იქით მთვარე ამოდის
(სიმღერა)
მთას იქით მთვარე ამოდის,
მთას აქით ნისლი ედება.
გზა-არეული დავდივარ
და გულზედ ცეცხლი მედება.
კლდეს სად-რა გადავვარდები.
ყორნები დამესხმიანო,
მას ვეღარ ჩავეკონები,
ვისთვისაც ცრემლნი მდიანო!
კლდეზედ ჩამორბის ნაკადი,
მორბის და მოიმღერისა,
ვაჰმე, რო გული მიკვდება,
ჯავრი მიმყვება მტერისა.
ყური დაუგდეთ კლდის შვილებს,¹
როგორ ამაყად კივიან…
შენი სახლობა ქორწილობს,
ჩემი ობლები ტირიან!..
[1885 წ.]
კომენტარები
კომენტარის დასაწერად საჭიროა ანგარიშზე შესვლა. შესვლა